ჩემი გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა
საგანი
ხელოვნება
სწავლების საფეხური/ კლასი
VIკლ. დაწყებითი საფეხური
მასწავლებელი
ნინო არძენაძე
ჩატარების დრო
10.11.2017 წელი
გაკვეთილის ხანგძლივობა
45 წუთი
მოსწავლეთა რაოდენობა
17
სსსმ მოსწავლე
არ არის
კლასის დახასიათება
VIკლასში არის 17 მოსწავლე.
კლასის საერთო სწავლის
დონე არის საშუალო.მოსწავლეები
არიან აქტიურები,
რამდენიმე მოსწავლე
გამოირჩევა მაღლი
სააზროვნო
უნარ-ჩვევებით. არიან
ისეთი მოსწავლეები,
რომლებსაც
უჭირთ აღქმა-გაგება,
მაგრამ კლასის საერთო
აქტივობებში
აქტიურად ერთვებიან.
გაკვეთილის თემა
ფერი სახვით ხელოვნებაში
სასწავლო მიზნები.




ხელ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია
მიზანმიმართულად
გამოიყენოს სახვითი ხელოვნების
ელემენტები და
პრინციპები  ნამუშევრის შექმნისას.

მოსალოდნელი შედეგები.  






შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
  • სხვადასხვაგვარი მონასმებით
  • და ეფექტებით
  • გადმოსცემს განწყობილებას და
  • ქმნის ფაქტურებს;
  • იყენებს ფერთა გრადაციას;
  • იყენებს კონტრასტულ და
  • მონათესავე ფერებს.
  ე.ს.გ. VI.5 მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს
და შეასრულოს
სხვადასხვა სახის სამუშაო.
  • ქმნის სხვადასხვა სახის ჩანახატებს
  • აფორმებს სხვადასხვა საკლასო
  •  თუ სხვა ღონისძიებებს
  • , მონაწილეობს კლასის გაფორმებაში
ე.ს.გ. VI.8.მოსწავლეს  ესმის და შეუძლია
წარმოაჩინოს,
რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის
და კომუნიკაციის
საშუალება.
შედეგი თვალსაჩინოა თუ:
  •     მოსწავლე ესაუბრება მეგობრებს
  • ნახატებით.
  • გამოთქვამს აზრს ავტორის
  • ჩანაფიქრის შესახებ
  • საუბრობს ნამუშევრის შინაარსზე




გაკვეთილის მიზანი:








ნაწარმოების კოლორიტზე მსჯელობის,
საკუთარი
ჩანაფიქრისადმი შემოქმედებითი
მიდგომის, ფანტაზიის,
საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარება.
მეთოდები/აქტივობები
  • ცნების რუკა
  • კითხვა-პასუხი
  • სლაიდის ჩვენება  ,,ფერების ფსიქოლოგია“
  • მინი ლექცია
  • ფილმის ჩვენება
  • პრეზენტაცია ფერების სიმბოლიკაზე
  • ვენის დიაგრამის ელექტრორესურსი
  • კროსვორდის შევსება
  • წინმსწრები აქტივობა: ,,კლასში წინასწარ წაკითხვა
მცირე  მასალისა ინფორმაციისათვის“
კლასის ორგანიზების ფორმები
  • მთელი კლასი
  • წყვილებში
  • ჯგუფური
შეფასება
შეფასების რუბრიკებით. (თან ახლავს
გაკვეთილს გეგმის ბოლოში).
მიმდინარე -განმავითარებელი შეფასება
უკუკავშირი მთელი  გაკვეთილის
განმავლობაში.
გამსაზღვრელი- შეფასება გაკვეთილისბოლოს.
სასწავლო რესურსები

  • ხელოვნების სახელმძღვანელო
  • ინტერნეტი
  • კომპიუტერი
  • პროექტორი
  • ფერადი ფანქრები
  • თაბახის ფურცლები
  • ფლიპჩარტი
  • სლაიდი
  • ფილმი
  • პრეზენტაცია
  • დაბეჭდილი მასალა გამზადებული







გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/
მეთოდები
კლასის ორგენიზების ფორმები
სასწავლო რესურსი
დრო (წთ)
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
1













2.




















3.






















4
საორგანიზაციო
საკითხების
მოგვარების
შემდეგ მოსწავლეებს
შევახსენებ ქცევის წესებს.  
გავაცნობ  გაკვეთილის
თემას და მიზანს,
რომელიც გამომდინარეობს
ესგ-დან; შეფასების
კრიტერიუმებს, რომლებიც
წინასწარ
მექნება თვალსაჩინოდ
გაკრული.
გამოწვევის ფაზაზე
წინარე ცოდნის
გააქტიურებას დავიწყებ
გრაფიკული სქემის
ჩვენებით  და კითხვა
პასუხის
ეტაპობრივად მოსწავლეთა
დახმარებით
ვავსებთ. რასთან ასოცირდება
სიტყვა ფერწერა თქვენთვის
? სავარაუდოდ ფერს
დაასახელებენ. რამდენი
ფერი არსებობს ბუნებაში?
 რამდენია ძირითადი
ფერი? როგორია
კონტრასტული ფერები? მონათესავე?
 


ფერადოვნებაზე ყურადღების
გასამახვილებლად
და ხალისის შემოსატანად
ვაჩვენებ  ფერადი
სამყაროს შესახებ ვიდეოკლიპს
და შავთეთრი
ფილმის ფრაგმენტს და ვსვამ
კითხვებს:
სანახაობრივად რომელ
ფილმს მიანიჭებენ
უპირატესობას? და
ვთხოვ შეავსონ მსგავსება
განსხვავების დიაგრამა
ფერების არაერთგვაროვნებაზე .





ცოდნის კონსტრუირების
ფაზაზე:
მინი-ლექციის საშუალებით მოსწავლეებს
მივაწვდი ახალ საგაკვეთილო მასალას ფერთა
შეხამების, მათი  ერთობლიობის ნიუანსებზე,
ფერების სიმბოლიკაზე, ვესაუბრები თუ რა ძალა
აქვს ფერის ზეგავლენას ადამიანზე, სადაც
მოსწავლეებს დავიხმარებ ,,წინმსწრები აქტივობის“
გამოყენებით- ფერების სიმბოლიკა.
(მოსწავლეებს  წინასწარ მიცემული აქვთ ამობეჭდილი
მასალა)  ვაძლევ პრაქტიკულ
 დავალებას-ექვსი მოაზროვნე ქუდის მეთოდის
გამოყენებით. რომელი ფერის ქუდს აირჩევს
შემთხვევითი არჩევით შერჩეული მოსწავლე,
ვარკვევთ შედეგს-რა ტიპის აზროვნებას
 მიეკუთვნება ის.















გრაფიკული სქემა
(,,ბურთულებიანი დიაგრამა ფლიფჩარტზე
და პარალელურად პროექტორის ეკრანზე),
კითხვა-პასუხი.













შავთეთრი და ფერადი სურათების
კომპიუტერული ვერსია,
კითხვა პასუხი.
T დიაგრამა, შავთეთრი
ფილმი, კლიპი (თორნიკე ახვლედიანი -
მე მინდა სამყარო ფერადი გავხადო)




მინი ლექცია, კითხვა პასუხი, ,,ექვსი მოაზროვნე
ქუდი“, პრეზენტაცია: ,,ფერები“  აქ ვსვამ
ლინკს სადაც მაქვს ატვირთული პრეზენტაცია.








მთელი კლასი













მთელი კლასი


















საერთო საკლასო, ინდივიდუალური





















საერთო საკლასო,
ინდივიდუალური














ფლიფჩარტი, დაფა, ცარცი, მარკერი, კომპიუტერი, პროექტორი, პროექტორის ეკრანი.













კომპიუტერი, პროექტორი, პროექტორის ეკრანი,ფლიფჩარტზე გამზადებული T დიაგრამით
https://www.youtube.com/watch?v=xv079a7oNKE (თორნიკე ახვლედიანი - მე მინდა სამყარო ფერადი გავხადო
https://www.youtube.com/watch?v=J1vVDLqRKSQ


სასწავლო სახელმძღვანელო,
ინტერნეტრესურსი,კლასგარეშე საკითხავი მასალა ამობეჭდილი და დარიგებული (ფერების ფსიქოლოგიაზე და სიმბოლიკაზე), 6 ფერადი ქუდი.ფლიფჩარტზე დახატული ექვსი ფერადი ქუდი განმარტებით.

2 წთ












2 წთ


















10 წთ.





















20 წთ.
მოსწავლეებს ეცოდინებათ  ქცევის წესები, გაკვეთილის თემა,  მიზანი, შეფასების კრიტერიუმები.








მოსწავლეებს შეუძლიათ წინარე ცოდნის გახსენება, ყურადღების მობილიზება, აზრის
გადმოცემა.












მოსწავლეებს შეუძლიათ ყურადღების მობილიზება,  ფერების გარჩევა,საკუთარი აზრის
გადმოცემა, არგუმენტირებული მსჯელობა.













მოსწავლეები ეცნობიან  ფერთა შეხამებას, მათ ერთობლიობას, სიმბოლიკას, ფსიქოლოგიას, ხედავენ კავშირს სხვადასხვა საგნებთან.
ღებულობენ ინფორმაციას ფერის არაერთგვაროვანი გაგების მიზეზებზე.














5























გამთლიანება/ რეფლექსიის ფაზა
მოსწავლეებს  მივცემ დავალებას თავისუფლად
აირჩიონ  მზა ბეჭდური მასალიდან
გასაფერადებელი სურათი
სადაც მოცემულია ბურთულების სახით  
ფერთა ცვალებადობა მატების შემთხვევაში




ნამუშევრის პეზენტაციისას ვაძლევ უკუკავშირს
და ვაკეთებ შეფასებას
გასაფერადებელი ნახატების გაფერადება






















შეფასების რუბრიკებითდა  განმავითარებელი
შეფასება.
2 ჯგუფური, 3 წყვილებში.























ინდივიდუალური
შეძენილი ცოდნა, გასაფერადებელი სურათები

11 წთ






















3 წთ

მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად აირჩიოს თემა, ხერხი, სამუშაო მასალა, სიუჟეტი და ა.შ. რაც მნიშვნელოვანია მათი შემოქმედებითი თვითრეალიზაციისათვის და თვითგამოხატვისათვის.
მოსწავლეს შეუძლია ახალი მასალის ირგვლივ მსჯელობა,  შეჯამების გაკეთება და გამოაქვს სწორი დასკვნები.



შეფასება  მოსწავლეთა შევაფასებ  საგაკვეთილო
პროცესში ჩართულობის, ჯგუფებში მუშაობისა
და
პრეზენტაციის მიხედვით. გამოვიყენებ
გამავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს.
                             


პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა


პასუხობს თემას
1
ფლობს აუდიტორიას
2
საუბრობს გამართული ენით
2
იყენებს განსხვავებულ წყაროებს
2
ადარებს ნამუშებრებს.
1
იყენებს თვალსაჩინოებას
1
იცავს დროის ლიმიტს
1





საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა

1-3 ქულა
საგაკვეთილო პროცესში  თითქმის არ მონაწილეობს, უჭირს საკუთარი მოსაზრების
გადმოცემა და დასკვნების გამოტანა.
4-5 ქულა
უჭირს მასალის გადმოცემა, დასკვნები არალოგიკურია, ცდილობს დაასაბუთოს
საკუთარი მოსაზრებები
6-7 ქულა
ცდილობს მოსაზრებები ჩამოაყალიბოს საინტერესოდ, გამართულად, აკეთებს
დასკვნებს,  ნაწილობრივ ასაბუთებს თავის მოსაზრებას.
8-10 ქულა
მოსაზრებებს აყალიბებს თანმიმდევრულად, ლოგიკურად, აკეთებს დასკვნებს და
ასაბუთებს თავის მოსაზრებებს, ამყარებს არგუმენტებით.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ხელოვნების საწრეო მუშაობის პროგრამა

ჩატარებული ღონისძიებების ამსახველი ფოტომასალა

სასარგებლო და გამოყენებული ბმულები