ხელოვნების საწრეო მუშაობის პროგრამა
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. საყდრიონის საჯარო სკოლის 2018-2019 ს/წლის ხელოვნების წრე I და II სემესტრის სამუშაო პროგრამა ხელმძღვანელი - ნინო არძენაძე წრის დასახელება და მოკლე დახასიათება 2016 წ ლიდან საყდრიონის საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წრ ე - ,,ხელოვნება ჩემს ცხოვრებაში , ’’ რომლის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება , მრავალმხრივი შემოქმედებითი უნარ - ჩვევების გამოვლენა , განვითარება და ხელშეწყობა . მათი შემოქმედებითი უნარის გამოხატვა. მოსწავლეები უკეთ შეისწავლიან ფერწერას , გრაფიკას , იმუშავებენ სხვადსხვა ტექნიკასა და ჟანრში . საშუალება ექნებათ არაფორმალურად გაეცნონ ქართველ და უცხოელ მხატვართა შემოქმედებას . მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო გამოფენებსა და ღონისძიებებში . ჩართულები იქნებიან სხვადასხვა პროექტებსა და აქტივობებში . წრეში გაერთიანებული არიან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები . წრეს დათმობილი აქვს კვირაში ერთი (სამშაბათი) აკადემიური საათი . წრის მ